ფეხბურთი

15:14 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი ლიონელ მესი “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მსოფლიოს მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიას სათავეში ჩაუდგა.

როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, კატალონიურ კლუბში მესის ყოველწლიური ანაზღაურება, ახალი ხელშეკრულების თანახმად, 30 მილიონ ევროა, რასაც ბონუსის სახით 13 მილიონი ემატება. გარდა ამისა, არგენტინელმა 50 მილიონი ევრო მიიღო ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის.

აქამდე, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მესის თანამემამულე კარლოს ტევესი იყო, რომელიც ჩინურ “შანხაი შენჰუაში” ყოველწლიურად 38 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა TOP-ხუთეულში ასევე შედიან: ნეიმარი (პსჟ, 36 მილიონი), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, 21 მილიონი+13 მილიონი ბონუსი) და ოსკარი (“შანხაი ტელეისი”, 24 მილიონი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119999