ფეხბურთი

15:52 | 25.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მესიმ "ბარსელონასთან" გაახანგრძლივა

კატალონიის “ბარსელონამ” და ლიონელ მესიმ თანამშრომლობა განაახლეს. როგორც “ბლაუგრანას” ვებგევრდი ოფიციალურად იტყობინება, არგენტინელი ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“ბარსელნამ” და ლიონელ მესი ახალი კონტრაქტი გააფორმეს 2021 წლამდე. მესის გამოსყიდვის თანხა 700 მილიონი იქნება. ამრიგად, არგენტინელი “ბარსელონაში” 17 სეზონს ჩაატარებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის “ბარსას” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა და იყო ვარაუდი, რომ იგი ესპანეთს დატოვებდა. ყველაზე მეტად ლიონელს “მანჩესტერ სიტის” უკავშირებდნენ. აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანას” პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ კარგა ხნით ადრე განაცხადა, რომ მესისთან შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ჭორები მაინც არ წყდებოდა. ახლა ყველაფერი ნათელი გახდა.

ლიონელ მესის “ბარსელონაში” 602 ჩატარებულ მატჩში 523 გოლი აქვს გატანილი. მისი კატალონური კარიერა 30 ტიტულს იტევს.

0.118773