კალათბურთი

17:03 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის “პისტოიაში” დარჩენის საკითხი შაბათს გადაწყდება

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე ორი კვირის წინ იტალიურ “პისტოიას” შეუერთდა და ამის შესახებ თავად აპენინური კლუბი ავრცელებდა ინფორმაციას, თუმცა...

საქმე ისაა, 25 წლის ქართველი მსროლელის ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს – მიზეზი სამედიცინო შემოწმებაა, რომელიც სანაძემ თავდაპირველად ვერ გაიარა. იტალიური რიგი გამოცემების და მათ შორის, Reportsport.it-ის ინფორმაციით, საბოლოოდ ყველაფერი ორ დღეში, შაბათს გახდება ცნობილი.

ჩვენებური “პისტოაში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ კვლავ პრობლემა წარმოიქმნება, კონტრაქტი ავტომატურად გაუქმდება.

დუდა სანაძემ გასული სეზონი სლოვენიურ “პრიმორსკაში” გაატარა და საშუალოდ თამაშში 17.3 ქულას, 2.9 მოხსნას, 1.3 პასსა და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა. რაც შეეხება ევრობასკეტ 2017-ს, დუდას მაჩვენებელი ასეთი იყო: 10.8 ქულა, 2.0 მოხსნა, 1.2 პასი, 1.2 ჩაჭრა და 0.4 დაფარება საშუალოდ მატჩში.

0.115383