კალათბურთი

13:14 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დუდა სანაძე იტალიის სერია A-ში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე ამიეირდან იტალიის სერია A-ში ითამაშებს. 25 წლის მსროლელი “ფლექს პისტოიას” ღირსებას დამდეგ სეზონში დაიცავს. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

“ეს არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ჩვენი გუნდისთვის ბევრი რამის გაკეთება და დაბალანსება. დუდა ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე აქვს საერთაშორისო გამოცდილება საკმარის დონეზე. სანაძემ ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშა და შესაბამისად, კარგ ფიზიკურ კონდიციებშიც იმყოფება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შეუძლია 2-3 პოზიციაზე თამაში და დარწმუნებული ვარ, რომ “პისტოიამ” იდეალური მოთამაშე იპოვა”, - თქვა სანაძის შესახებ იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო ესპოზიტომ.

დუდა სანაძემ გასული სეზონი სლოვენიურ “პრიმორსკაში” გაატარა და საშუალოდ თამაშში 17.3 ქულას, 2.9 მოხსნას, 1.3 პასსა და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა. რაც შეეხება ევრობასკეტ 2017-ს, დუდას მაჩვენებელი ასეთი იყო: 10.8 ქულა, 2.0 მოხსნა, 1.2 პასი, 1.2 ჩაჭრა და 0.4 დაფარება საშუალოდ მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116076