როგორც იცით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კიევში მოიგო რვაგუნდიანი ტურნირი - წარსულში ცნობილი მეკარის, ვიქტორ ბანიკოვის ხსოვნის თასი. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა ჯგუფში სამივე მატჩში იმარჯვეს და ფინალშიც ისრაელს დამაჯერებლად, 4:1 სძლიეს.
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ზურაბ დავითაშვილი (თბილისის "დინამო"), რომელმაც 5 გოლი გაიტანა და აქედან ორი ფინალში მიითვალა.
საუკეთესო მეკარედ კი ლუკა ხარშილაძე (თბილისის "დინამო") დაასახელეს.
ნემსაძის გაწვრთნილებს 24-30 ოქტომბერს ელით პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ჯგუფში იტალია, მონტენეგრო და ლატვია ეყოლებათ. ჯგუფის მატჩები საქართველოში გაიმართება.