იტალიური “ემპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი მარტუსკიელომ “კალიარისთან” მატჩი შეაფასა და ლევან მჭედლიძის შესახებ ცალკე ისაუბრა. მარტუსკიელოს განცხადებით, მჭედლიძის თამაშით ისიამოვნა.
“ლევანს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, იგი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ვაკვირდებოდი. სამწუხაროდ, მის კარიერაში ხშირი იყო ტრავმები და ფიზიკური პრობლემები. თუმცა, ახლა კარგადაა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მე მან მასიამოვნა”, - განაცხადა მარტუსკიელომ.
ლევან მჭედლიძის დუბლით VIDEO “ემპოლიმ” მიმდინარე სეზონში მესამე თამაში მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ტოსკანელებს აქამდე საკუთარ მოედანზე მიჯრით 6 თამაში არ ჰქონდათ მოგებული.