ფეხბურთი

23:57 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე, როგორც ტოტი - იტალიური მედიის გამოხმაურება

ლევან მჭედლიძემ ხანგრძლივი პაუზის მერე სერია A-ში თავი გამოიჩინა. ქართველმა ფორვარდმა დღეს, “კალიარისთან” მატჩში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს სეზონში მესამე თამაში მოაგებინა. საკუთარ მოედანზე კი, ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ემპოლიმ”.

საინტერესოა, თვალი გადავავლოთ თუ რას წერენ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ცნობილი იტალიური გამოცემები. მაგალითად, “ტუტოსპორტს” მჭედლიძის დუბლზე თვით ფრანჩესკო ტოტი გაახსენდა. ამის მიზეზი კი, პირველი გოლის აღნიშვნა გახლავთ...

Tuttosport – მჭედლიძე, დუბლი და სელფი! ქართველმა გოლი ტოტის სტილში აღნიშნა და ჯოვანი მარტუსკიელოს სამი ქულა აჩუქა.

Gazzetta dello sport – ტოსკანელებმა გამარჯვება გაიხსენეს ქართველი ფეხბურთელის წყალობით. მჭედლიძე იტანს, ქულები არის.

Corriere dello sport – მჭედლიძე, რა დუბლი! “ემპოლიმ” ლევანის გოლებით სუნთქვა დაიწყო და “კალიარი” დაამარცხა.

Calciomercato.it - მჭედლიძის დუბლი და წითელი ზონა უფრო შორსაა...

შეგახსენებთ, 26 წლის ლევან მჭედლიძემ იტალიის ჩემპიონატში მშრალი სერია დაასრულა, რომელიც წელიწადნახევარზე მეტ ხანს გრძელდებოდა. აქამდე ლევანს კალჩოში ბოლოს 2015 წლის 31 მაისს, მილანის “ინტერის” კარი ჰქონდა დალაშქრული. სხვათა შორის, მაშინაც დუბლის შესრულება მოახერხა.

აქვე, შეგიძიათ ნახოთ ქართველი ფეხბურთელის გატანილი გოლები...

0.119762