სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” “მანჩესტერ სიტის” მცველის – ალექსანდრ კოლაროვის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
რამდენადაც ცნობილია, რუსები სერბის სანაცვლოდ 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან. “ზენიტი” კოლაროვს ისეთივე ხელფასს დაუნიშნავს, როგორიც მას “ქალაქელთა” რიგებში აქვს. მარცხენაფლანგელის ყოველკვირეული ანაზღაურება 90 ათასი გირვანქა სტერლინგია.
“ზენიტის” წარმომადგენლებმა კოლაროვის აგენტს უკვე მიმართეს და სავარაუდოდ, მოლაპარაკების პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.