ფეხბურთი

12:05 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი: „ამ თამაშით გაგვიჭირდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა გერმანიის თასის ნახევარფინალში „კაიზერსლაუტერნის“ 5:1 ძლევის შემდეგ გუნდის თამაშის ხარისხი დაიწუნა. ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, თუ ასე გაგრძელდა, „ბაიერნს“ კიდევ ერთი ტიტულის მოგება გაუჭირდება.

„ფინალში გასვლა სასიხარულოა, მაგრამ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ბევრი შეცდომა დავუშვით. გუნდური დინამიკაც აშკარად ვერ იყო სახარბიელო. ახლა მთავარია, თითოეულ ნაკლზე ვიმსჯელოთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ. ჩემპიონის ტიტულის ვადაზე ადრე განაღდების შემდეგ გუნდი თითქოს მოდუნდა და თუ ასე გააგრძელა, მორიგი ტიტულის მოპოვება ძალიან გაუჭირდება“ - განაცხადა ზამერმა. 

0.116292