ვაკო ყაზაიშვილმა "ვიტეს"-"ვოლენდამის" ახალგაზრდული გუნდების მატჩში გოლი გაიტანა. მან 50-ე წუთზე 2:0 გახადა ანგარიში და შეხვედრაც ასე დასრულდა. ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ჭანტურია მოედანზე არ გამოჩენილა.
ახალგაზრდულში ყველა იმ ფეხბურთელმა ითამაშა, რომლებსაც ორი დღის წინ პსვ-სთან 6:2 მოგებულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.
რადგან ახალგაზრდულ გუნდებზე ვწერთ, აქვე აღსანიშნავია "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "შახტარის" 19-წლამდელთა შეხვედრა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში – 1:1. "შახტარის" 19-წლამდელებში კვლავ შეუცვლელად ითამაშა 18 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ. დონეცკელთა გუნდი მერვედფინალში გავიდა.
ვაჩიბერაძე უკრაინაში ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლება. მან უკრაინის ნაკრების მაისურით თბილისშიც ითამაშა შარშან, 17-წლამდელთა ელიტ-რაუნდში.