ჭიდაობა

18:06 | 3.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუციშვილი სამკურნალო კურსს გერმანიაში ჩაამთავრებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დავით ხუციშვილი გერმანიაში სამკურნალოდ კიდევ სამი კვირა დარჩება. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის და მსოფლიოს ქართველი პრიზიორი ქალაქ მაინცის სპორტული მედიცინის კლინიკაში გასულ ევროპირველობაზე მიღებული მხრის ტრავმის გამოსაკვლევად ათიოდ დღის წინ ჩავიდა. გერმანელი მედიკოსების დიაგნოზით, ხუციშვილს სისხლჩაქცევა ჯერ კიდევ ჰქონდა და სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით 3-4 კვირა გაგრძელდებოდა. მკურნალობაც მაშინვე დაიწყეს და ქართული მხარის გადაწყვეტილებით, მოჭიდავე კურსს მაინცის კლინიკაშივე ჩაამთავრებს.

გერმანიაში დავით ხუციშვილს იქაური ნაკრების ქართველი წევრი დავით ბიჩინაშვილი მასპინძლობს. მისი დახმარებით ქართულ მხარეს სარეაბილიტაციო პერიოდში გასაწევი ხარჯები საგრძნობლად შეუმცირდა.

 

0.117573