ჭადრაკი

22:02 | 8.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი თითქმის ჩემპიონია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ ოქროს მედლის მოგების ჩინებულ შანსს ინარჩუნებს ტურნირის რეიტინგ-ფავორიტი ბელა ხოტენაშვილი (2490). მან შავი ფიგურებით სოფიო გვეტაძე (2334) დაამარცხა და უმთავრეს კონკურენტ მერი არაბიძეს (2337) 0.5 ქულით გაუსწრო.
10 ტურის თავზე ხოტენაშვილის აქტივში 7.5 ქულაა, ბოლო ტურში კი ბელა თეთრებით ჩემპიონატში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე მადონა ბოკუჩავას (2058) ეთამაშება და დიდი ალბათობით, ჩემპიონობასაც გაიფორმებს. გასულ ტურში არაბიძე ქვეყნის 2011 წლის ჩემპიონ მაია ლომინეიშვილს (2366) დაუზავდა და 6.0 ქულა მოაგროვა, ოთხშაბათს კი შავი ფიგურებით ნინო ბაციაშვილს (2438) დაუპირისპირდება.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, შეჯიბრის მიზანი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისთვის საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატისა და საქართველოს ქალთა 70-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგისთვის სამი მონაწილის გამოვლენაა.
ამას გარდა, საქართველოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატზე (ქ.ბათუმი, 30.05/06.06-2012 წ.) მონაწილეობის უფლებას მიიღებს. I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2013 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატისთვის, ხოლო I-III ადგილზე გასულები წარდგენილ იქნებიან სტიპენდიაზე.
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით, I-V ადგილზე გასულები კი ფულადი პრიზებით. საპრიზო ფონდი ასეთია: I ადგილი – 4 000 ლარი, II ადგილი – 3 500, III ადგილი – 3 000, IV ადგილი – 2 000, V ადგილი – 1 000.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 69-ე ჩემპიონატი. მე-10 ტური
ნაზი პაიკიძე (2406) – ნინო ბაციაშვილი (2438) 0.5:0.5
მერი არაბიძე (2337) – მაია ლომინეიშვილი (2366) 0.5:0.5
სოფიო გვეტაძე (2334) – ბელა ხოტენაშვილი (2490) 0:1
მადონა ბოკუჩავა (2058) – სოფიკო ხუხაშვილი (2408) 0:1
სალომე მელია (2400) – სოფიკო გურამიშვილი (2395) 0.5:0.5
ინგა ხურცილავა (2286) – ინგა ჭარხალაშვილი (2334) 1:0

სატურნირო მდგომარეობა
1. ხოტენაშვილი – 7.5 ქულა
2. არაბიძე – 7.0
3. პაიკიძე – 5.5
4. ბაციაშვილი – 5.5
5. ლომინეიშვილი – 4.5
6. მელია – 4.5
7. გვეტაძე – 4.5
8. ხურცილავა – 4.5
9. გურამიშვილი – 4.5
10. ბოკუჩავა – 4.0
11. ჭარხალაშვილი – 4.0
12. ხუხაშვილი – 4.0

ბოლო ტური
ინგა ჭარხალაშვილი (2334) – ნაზი პაიკიძე (2406)
სოფიკო გურამიშვილი (2395) – ინგა ხურცილავა (2286)
სოფიკო ხუხაშვილი (2408) – სალომე მელია (2400)
ბელა ხოტენაშვილი (2490) – მადონა ბოკუჩავა (2058)
მაია ლომინეიშვილი (2366) – სოფიო გვეტაძე (2334)
ნინო ბაციაშვილი (2438) – მერი არაბიძე (2337)

0.134091