ჭადრაკი

13:58 | 15.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ლიდერთა სამეულშია

ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა (2490) ჩინურ ვუსიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მე-5 ტურში შავი ფიგურებით ერთ-ერთ უწინდელ ლიდერ იიქსინ დინს (2350) სძლია და თავად მოექცა იმ სამ მონაწილეს შორის, რომლებიც წინ გაიჭრნენ.
ხოტენაშვილმა 3.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მესამეა, მისდარი მონაგარი კი ჩინელებს – ქსუე ჟაოსა (2543) და Women Chess Masters-ის უმთავრეს ფავორიტ ვენჯუნ ჟუს (2557) გააჩნიათ.
ჩინური მასტერსი 9 ტურად მიმდინარეობს და ქართველი მოჭადრაკის სამომავლო განრიგიც ცნობილია. 16 აპრილს ბელა თეთრი ფიგურებით 3 ქულის მქონე ჟონგი ტანს (2428) გაეჯიბრება, 17-ში, შავებით – ქსიაოუენ ჟანგს (2438), 18-ში, შავებით – იანგ შენს (2443), ხოლო 19-ში, თეთრებით – ვენჯუნ ჟუს (2557).
ტურნირის საპრიზო ფონდი 215 000 ჩინური იუანია (დაახლოებით, 26 000 ევრო), საიდანაც ჩემპიონი 60 000 იუანს (დაახლოებით 7 000 ევრო) მიიღებს.

0.110651