ჭადრაკი

22:28 | 13.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ჩინელ ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება

ჩინურ ვუსიში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე ოთხი ტური მიილია და ორი ლიდერიც გამოიკვეთა: ჩინელების – ვენჯუნ ჟუსა (2557) და იიქსინ დინის (2350) აქტივში 3-3 ქულაა, მოგეხსენებათ, Women Chess Masters-ში მასპინძელთა გარდა, ორი მიწვეული მონაწილე – ბელა ხოტენაშვილი (2490) და უკრაინელი მარია მუზიჩუკიცაა (2490). ქართველი მოჭადრაკის მონაგარი 2.5 ქულაა და იგი კიდევ ერთ ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2543) ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
ხოტენაშვილმა მე-3 ტურში შავი ფიგურებით სწორედ ხსენებულ ჟაოსთან წააგო, მეოთხეში კი თეთრებით აუტსაიდერი ქსიაობინგ გუს (2257) დაამარცხა. ჩინური მასტერსი 9 ტურად მიმდინარეობს და ხოტენაშვილის სამომავლო განრიგიც ცნობილია. 14 აპრილს ბელა შავი ფიგურებით – იქსინ დინს (2350) ეთამაშება, 15-ში დასვენების დღეა, 16-ში ქართველი თეთრებით – ჟონგი ტანს (2428) გაეჯიბრება, 17-ში, შავებით – ქსიაოუენ ჟანგს (2438), 18-ში, შავებით – იანგ შენს (2443), ხოლო 19-ში, თეთრებით – ვენჯუნ ჟუს (2557).
Women Chess Masters-ში საპრიზო ფონდი 215 000 ჩინური იუანია (დაახლოებით, 26 000 ევრო), საიდანაც ჩემპიონი 60 000 იუანს (დაახლოებით 7 000 ევრო) მიიღებს.

 

დათო მანჯავიძე

0.115649