ფეხბურთი

17:35 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრები ნიკო კოვაჩმა ჩაიბარა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი, ნიკო კოვაჩი დაინიშნა.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ფლეი ოფის ზონაში მოხვედრილი ხორვატიის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა, იგორ შტიმაცმა დატოვა. მალევე გაირკვა, რომ მის დროებით შემცვლელად ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 42 წლის ნიკო კოვაჩი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავორ შუკერმა დაადასტურა.

0.117589