გოჩა ხოჯავა კარიერას რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე “სახალინში” გააგრძელებს.
“სახალინის “ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 29 წლის ქართველი ფეხბურთელი გუნდის განაცხადში უკვე შეიყვანეს. ამჟამად, ხოჯავა სახალინელებთან ერთად მომდევნო ტურში ორენბურგის “გაზოვიკთან” მატჩისთვის ემზადება.
ქართველი ნახევარმცველი ზაფხულში კვიპროსის ლარნაკას აეკ-ში გადავიდა. თუმცა, მოგვიანებით კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ასევე კვიპროსულ “ერმისში” გადასვლის შანსი ჰქონდა. საბოლოოდ, ეს ტრანსფერი არ შედგა და ხოჯავა “სახალინშია”, სადაც ზურაბ არზიანი და გიორგი კახელიშვილი გამოდიან. აქვე გეტყვით, რომ სამივე ფეხბურთელის მენეჯერი მამუკა ჯუღელია.