ჭიდაობა

14:25 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილმა 10:0 ით დაიწყო

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროპირველობის მეოთხედფინალის საგზური უპრობლემოდ მოიპოვა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ესტონელ ალექსეი ბასკაკოვს 3:0 და 7:0 მოუგო.

მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილი აზერბაიჯანელ გაჯი ალიევს დაუპირისპირდება, რომელმაც ჩემპიონატი უნგრელ იოზეფ მოლნართან მოპოვებული ასევე იოლი გამარჯვებით გახსნა.

0.138051