“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა ადასტურებს, რომ მისი გუნდის მე-4 ნომრის, სესკ ფაბრეგასის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბმა გამოთქვა. კატალონიელთა დამრიგბელი ისიც დაადასტურა, რომ მის კლუბს ტიაგუ სილვას დამატება სურს.
“სიმართლეა, რომ სესკის შეძენა რამდენიმე გუნდს სურს. თუმცა, მასთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ფაბრეგასს “ბარსელონაში” დარჩენა და ამ გუნდთან ერთად ტიტულების მოგება სურს.
რაც შეეხება ტიაგუ სილვას, მისი ჩემს გუნდში ხილვა მინდა, მაგრამ დაცვის ხაზის გასაძლიერებლად სხვა კანდიდატებიც გვყავს.” – ციტირებს ვილანოვას სიტყვებს AS-ი.