ფეხბურთი

14:25 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “საფრანგეთის ნაკრები საერთო მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს”

ლონდონის “არსენალის” ფრანგმა დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ უკრაინასთან პლეი ოფის საპასუხო მატჩში საფრანგეთის ნაკრებს თანმიმდევრულობა და გონიერება დასჭირდება: “გუნდი საერთო მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს. სოლიდარულობა ბევრს ნიშნავს. მოქმედებებში კი თანმიმდევრულობა და გონიერებაა საჭირო. გუნდური სპორტის ხიბლი ისაა, რომ ძალთა გადანაწილება 3-4 დღეში შეიძლება აბსოლუტურად საპირისპიროდ შეიცვალოს,” – უთხრა ვენგერმა Daily Mail-ს. 

0.119112