ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მოიესის დათხოვნის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ შოტლანდიელისთვის დრო უნდა მიეცათ.
"ძალიან ვწუხვარ მოიესის გამო, მისთვის დრო უნდა მიეცათ და შედეგს ნამდვილად აჩვენებდა. მოიესს წარმატებას ვუსურვებ, იგი კარგი მწვრთნელია და სხვა გუნდში წარმატებას აუცილებლად მიაღწევს." _ ციტირებს არსენ ვენგერის სიტყვებს Goal.com
ფრანგმა სპეციალისტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ჯეკ ვილშერი ტრავმის შემდეგ უკეთ გამოიყურება. რაც შეეხება აბუ დიაბის, მას საზარდულის ტრავმა აქვს და ორშაბათს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება.
გიორგი ბალახაძე