ჭადრაკი

15:37 | 7.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვარნაში, ოქროს ქვიშებზე...

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის სამი ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით რვა მონაწილე დაწინაურდა, თუმცა, მათ შორის ქართველი მოჭადრაკეები, ასეთი კი ოქროს ქვიშებზე მიმდინარე შეჯიბრში შვიდია, არა სჩანან.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი 2.0 ქულა აკაკი შალამბერიძეს (2333) გააჩნია, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით 83-ეა, სხვათა პოზიციები კი ასეთია: 101. ალექსანდრე ყაშაშვილი (2299) – 1.5; 121. ნინო მელაშვილი (2158) – 1.5; 147. თამაზ მგელაძე (2195) – 1.0; 151. ვახტანგ ჩიქოვანი (2069) – 1.0; 153. ნატო იმნაძე (2052) – 1.0; 186. მაია მუმლაძე (1538) – 1.0;
სულ, ტურნირს, რომელიც 9 ტურად მიმდინარეობს და 12 ივნისს დასრულდება, 224 მონაწილე ჰყავს, საპრიზო ფონდი კი 50 ათასი ევროა, საიდანაც ჩემპიონი 6 ათასს მიიღებს.
 

0.119049