სენსაციით დაიწყო მოჭადრაკე ვაჟთა საქართველოს რიგით 71-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს. სენსაციური შედეგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, საერთაშორისო დიდოსტატის - მერაბ გაგუნაშვილისა და ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა წევრის - ირაკლი ბერაძის შეხვედრაში დაფიქსირდა.
შავებით მოთამაშე ბერაძემ, რომელსაც ჩემპიონატის მონაწილე მოჭადრაკეებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს შეძლო გამარჯვება და ზურაბ ჯავახაძესა და ბაადურ ჯობავასთან ერთად, რომლებსაც თითო-თითო ქულა აქვთ, სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.
დანარჩენი შეხვედრები ყაიმით დასრულდა.
პირველი ტურის ტექნიკური შედეგები:
გიგა ყუფარაძე – დავით არუთინიანი 0,5:0,5
ლევან ფანცულაია – დავით ლომსაძე 0,5:0,5
ზურაბ ჯავახაძე – ივერი ჭიღლაძე 1:0
მერაბ გაგუნაშვილი – ირაკლი ბერაძე 0:1
ლუკა პაიჭაძე – დავით ზარქუა 0,5:0,5
ბაადურ ჯობავა – კონსტანტინე შანავა 1:0
მე-2 ტურის შეხვედრათა განრიგი:
ჯობავა – გაგუნაშვილი
ზარქუა – ჯავახაძე
არუთინიანი – პაიჭაძე
ლომსაძე – ყუფარაძე
ბერაძე – ფანცულაია
შანავა – ჭიღლაძე
როლანდ ლაბუჩიძე