ჭადრაკი

13:37 | 2.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

უშენინა მსოფლიოს ჩემპიონია!

ქალთა შორის მე-14 მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უკრაინელმა ანა უშენინამ მოიპოვა, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში, ტაი-ბრეიკზე ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვას დამარცხება მოახერხა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, თავდაპირველად მეტოქეებმა დროის კლასიკური კონტროლით 4 პარტია ჩაატარეს და ანგარიში საყაიმო გახლდათ, ამგვარად, საჭირო გახდა ორ 25-წუთიანი პარტის ჩატარება 10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.
პირველ პარტიაში თეთრი ფიგურებით სტეფანოვა თამაშობდა და ყაიმს გამორჩა, განმეორებითში კი უშენინამ მცირე უპირატესობა კარგად გამოიყენა და საბოლოოდ, 3.5:2.5 იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ტურნირს რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი მასპინძლობდა, ახალ ჩემპიონს კი წარმატება ფიდე-ს პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა პირადად მიულოცა.

0.106732