ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე 20 წლამდე გოგონათა საქართველოს ჩემპიონატში 4 ტურის შემდეგ, 3.5 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა ნანი უნაფქოშვილი. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ანა კუჭავა. ეს მოჭადრაკეები ერთმანეთს მე-5 ტურში დაუპირისპირდებიან და თეთრი ფიგურებით კუჭავა ითამაშებს. ამავე ასაკის ჭაბუკთა ასპარეზობაში ქულათა მაქსიმუმით ზურაბ ჯავახაძე დაწინაურდა. მას ქულით ერთბაშად 6 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება.