ფეხბურთი

19:44 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

უილშირი 6 კვირა იუქმებს

ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთი ლიდერის – ჯეკ უილშირის ტრავმა იმაზე გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ელოდნენ. Goal.com-ის ცნობით, ინგლისელის გამოჯანმრთელებას 6 კვირა დასჭირდება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, უილშირმა სამედიცინო გამოკვლევა დუბაიში ჩაიტარა. მოგეხსენებათ, ნახევარმცველს კოჭის პრობლემები აქვს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ექიმები უილშირის დაბრუნებას 3 კვირაში ვარაუდობდნენ, მაგრამ თარიღმა გადაიწია. ამგვარად, ინგლისელი “არსენალის” დახმარებას მაისიდან შეძლებს. 

 

0.112837