"ბოკა ხუნიორსის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ხუან სანჩეს მინო, კარიერას "ტორინოში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ტურინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის დეტალები, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, "ტორინო" 24 წლის არგენტინელ ფეხბურთელში 3.2 მილიონ ევროს გადაიხდის. transfermarket-ის ინფორმაციით კი, მინო ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მარცხენა ნახევარმცველი მინო, "ბოკა ხუნიორსის" აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის მაისურით 92 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. მის აქტივში 9 საგოლე გადაცემაცაა.
გიორგი ბალახაძე