ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრებმა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად გუნდის არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი დაასახელეს. ამის შესახებ ტურინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ ტევესმა მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ დაიმსახურა ქომაგთა სიმპატიის პრიზი. თებერვლის თვეში მის ანგარიშზე “ვერონას” (2:2) კარში შესრულებული დუბლი და “ტორინოსთან” (1:0) დერბიში გატანილი გამარჯვების გოლია. სულ, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა 15 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას ლიდერობს.