თუკი საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის მე-5 ტურში აშკარა უპირატესობა თეთრი ფიგურებით მოთამაშე მოჭადრაკეთა მხარეს გახლდათ (მათ 5 პარტია მოიგეს), ამჯერად, თავი შავებით მოთამაშეებმა გამოიჩინეს. მათ სათავისოდ 4 პარტია დაასრულეს, ორ შეხვედრაში კი ყაიმი აღინიშნა.
ჩემპიონატის უმთავრესმა ფავორიტმა ბაადურ ჯობავამ (2721) ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა და შავი ფიგურებით გიგა ყუფარაძეს (2471) 31-ე სვლაზე სძლია. შედეგად, ბაადურმა ექვს ტურში თავი 5.5 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
5.0 ქულით მე-2 ადგილზეა ლუკა პაიჭაძე, ხოლო მერაბ გაგუნაშვილი (2570) და დავით ზარქუა (2446) კი 4-4 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებს ინაწილებენ. აღსანიშნავია კოკა შანავას (2589) თამაშიც, რომელმაც ზედიზედ მე-3 პარტია მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 14 ათასი ლარია, საიდანაც გამარჯვებული 4 500 ლარს მიიღებს და ოლიმპიური ნაკრების წევრადაც დასახელდება, პირველ-მეორე ადგილოსნები კი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის დაფინანსდებიან.
საქართველოს ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. მე-6 ტური
დავიდ არუთინიანი (2561) – ირაკლი ბერაძე (2298) 0.5:0.5
ივერი ჭიღლაძე (2390) – დავით ზარქუა (2446) 0:1
დავით ლომსაძე (2345) – კონსტანტინე შანავა (2589) 0:1
გიგა ყუფარაძე (2471) – ბაადურ ჯობავა (2721) 0:1
ლევან ფანცულაია (2581) – ლუკა პაიჭაძე (2480) 0:1
ზურაბ ჯავახაძე (2418) – მერაბ გაგუნაშვილი (2570) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯობავა – 5.5 ქულა
2. პაიჭაძე – 5.0
3-4. გაგუნაშვილი, ზარქუა – 4.0
5-6. ჯავახაძე, შანავა – 3.5
7. არუთინიანი – 3.0
8-10. ყუფარაძე, ლომსაძე, ბერაძე – 2.0
11. ფანცულაია – 1.5
12. ჭიღლაძე – 0
მე-7 ტური
მერაბ გაგუნაშვილი (2570) – დავიდ არუთინიანი (2561)
ლუკა პაიჭაძე (2480) – ზურაბ ჯავახაძე (2418)
ბაადურ ჯობავა (2721) – ლევან ფანცულაია (2581)
კონსტანტინე შანავა (2589) – გიგა ყუფარაძე (2471)
დავით ზარქუა (2446) – დავით ლომსაძე (2345)
ირაკლი ბერაძე (2298) – ივერი ჭიღლაძე (2390)