იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 71-ე ჩემპიონატის მე-7 ტურში – ყველა პარტია თეთრი ფიგურებით მოთამაშეთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, აქვე ერთი შესწორებაც: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საქართველოს 2008 წლის ჩემპიონი ლევან ფანცულაია (2581) ტურნირს გამოეთიშა, ამდენად, ბაადურ ჯობავას (2721) ქულა უბრძოლველად ერგო.
მოგეხსენებათ, ჯობავა ჩემპიონატის რეიტინგ-ფავორიტია, 7 ტურის თავზე კი 6.5 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს. ბაადურს 0.5 ქულით ჩამორჩება ლუკა პაიჭაძე (2480), რომელმაც ზურაბ ჯავახაძე (2148) დაამარცხა. გამოსარჩევია კოკა შანავას (2589) თამაშიც, რომელმაც წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა (ამჯერად, გიგა ყუფარაძეს სძლია) და ხუთეულშიც შეაღწია.
საქართველოს 71-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. მე-7 ტური
მერაბ გაგუნაშვილი (2570) – დავიდ არუთინიანი (2561) 1:0
ლუკა პაიჭაძე (2480) – ზურაბ ჯავახაძე (2418) 1:0
ბაადურ ჯობავა (2721) – ლევან ფანცულაია (2581) +:_
კონსტანტინე შანავა (2589) – გიგა ყუფარაძე (2471) 1:0
დავით ზარქუა (2446) – დავით ლომსაძე (2345) 1:0
ირაკლი ბერაძე (2298) – ივერი ჭიღლაძე (2390) 1:0
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯობავა – 6.5 ქულა
2. პაიჭაძე – 6.0
3-4. გაგუნაშვილი, ზარქუა – 5.0
5. შანავა – 4.5
6. ჯავახაძე – 3.5
7. არუთინიანი – 3.0
8. ბერაძე – 2.5
9-10. ყუფარაძე, ლომსაძე – 2.0
11. ფანცულაია – 1.5
12. ჭიღლაძე – 0
მე-8 ტური
დავიდ არუთინიანი (2561) – ივერი ჭიღლაძე (2390)
დავით ლომსაძე (2345) – ირაკლი ბერაძე (2298)
გიგა ყუფარაძე (2471) – დავით ზარქუა (2446)
ლევან ფანცულაია (2581) – კონსტანტინე შანავა (2589)
ზურაბ ჯავახაძე (2418) – ბაადურ ჯობავა (2721)
მერაბ გაგუნაშვილი (2570) – ლუკა პაიჭაძე (2480)