ფეხბურთი

20:19 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის დინამომ ლიდერობა რიხით დაიბრუნა

დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გადადებული მე-4 ტურის 5 მატჩი გაიმართა. თბილისის “დინამომ” წინა ტურში რუსთავში წაგებული თამაშის ჯავრი დებიუტანტ “შუქურაზე” იყარა, 6 უპასუხო გოლი გაუტანა და 2 საათით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. მანამდე, გელა სანაიას გაწვრთნილმა “სამტრედიამ” შინ ცხინვალის ”სპარტაკს” 3:1 მოუგო და ცოტა ხნით გალიდერდა.

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა “ზესტაფონმა.” მარგველებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის “სიონს” 3:1 სძლიეს.

ბათუმის “დინამომ” მარტვილის “მერანს” 3:1 მოუგო. ორი გოლი ბადრი ტეტუნაშვილმა გაიტანა და მოწინავე ბომბარდირებს გაუთანაბრდა.

დინამო (ბათუმი) – მერანი (მარტვილი) 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 ბადრი ტეტუნაშვილი (4), 1:1 აკაკი წყაროზია (16), 2:1 ამირან მუჯირი (49), 3:1 ბადრი ტეტუნაშვილი (84) 

სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი 1:3 (0:2)

გოლები0:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (34), 0:2 გიორგი ილურიძე (37), 1:2 გივი კვარაცხელია (89), 1:3 თორნიკე კაპანაძე (90) 

სამტრედია – სპარტაკი (ცხინვალი) 3:1 (1:1)

გოლები1:0 გიგა ბეჭვაია (12), 1:1 გიორგი კაჭკაჭიშვილი (45), 2:1 დავით კვირკველია (54), 3:1 გიორგი გაბედავა (65) 

ტორპედო (ქუთაისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)  1:0 (0:0)

გოლი1:0 ვალერი ბონდარენკო (88)

დინამო (თბილისი) - შუქურა (ქობულეთი) 6:0 (4:0)

 

გოლები: 1:0, 2:0 ნიკოლოზ საბანაძე (23, 27), 3:0 საბა ლობჟანიძე (39), 4:0 ლაშა შერგელაშვილი (45), 5:0 გიორგი პაპუნაშვილი (70), 5:0 გიორგი ჩირგაძე (80) 

 

 

ზუგდიდი – დილა (გორი)

17 სექტემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, გ. ელიკაშვილი, ზ. ასკაროღლი, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო) 

 

გურია (ლანჩხუთი) – კოლხეთი (ფოთი)

17 სექტემბერი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებულებივლადიმერ ზუხბაია (გურია); ლუკა გუგუჩია (კოლხეთი)

მსაჯები: თ. ხუჭუა, ბ. ჭიჭნაძე, დ. კვეტენაძე, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

 

ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი)

17 სექტემბერი. ივანწმინდა. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულიდავით ოდიკაძე (ჩიხურა)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ა. კოკაია, ი. მაჩიტიძე, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

 

1      დინამო თბ.                                                                           5           4           0           1           12:5           12          
2 სამტრედია 5 3 1 1 7:5 10
3 დინამო ბთ. 5 3 0 2 6:5 9
4 მეტალურგი 4 2 2 0 5:1 8
5 ტორპედო 5 2 2 1 5:3 8
6 დილა 4 2 1 1 4:1 7
7 სპარტაკი 5 2 1 2 3:5 7
8 ზესტაფონი 5 2 0 3 12:7 6
9 ვიტ ჯორჯია 5 2 0 3 4:3 6
10 შუქურა 5 1 3 1 4:9 6
11  სიონი 5 1 2 2 5:7 5
12 ჩიხურა 4 1 1 2 3:4 4
13 მერანი 5 1 1 3 4:7 4
14 კოლხეთი 4 1 1 2 2:5 4
15 ზუგდიდი 4 0 3 1 2:3 3
16 გურია 4 0 2 2 0:8 2

 

 

 

 

მეგოლეები:

3 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი)

2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), საბა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი მოდებაძე (დილა), ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.118401