სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

21:03 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი 2015-ის ჩირაღდანს საქართველოში სარფის საბაჟოდან შემოიტანენ

 

თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდნის გენერალური სპონსორი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე აკვაპარკი "ჯინო ფერედაისი" გახდა. დღეს მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა და "ჯინო ფერედაისის" დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ მოაწერეს.

ახვლედიანის განცხადებით, 2015 წლის 25 მაისს საქართველოს დელეგაცია საბერძნეთში, ოლიმპოს მთას ესტუმრება, ოლიმპიური ცეცხლის წამოსაღებად. ჩირაღდანს საქართველოს ტერიტორიაზე სარფის საბაჟოს გამშვები პუნქტიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შემოიტანენ და ორი თვის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს შემოატარებენ.

თბილისი 2015-ის მსვლელობის დროს, საქართველოს ევროპის 49 ქვეყნის 3 ათასამდე სპორტსმენი ესტუმრება.

თეგებითბილისი 2015
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.126377