ფეხბურთი

12:42 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოლდადოსთვის მინიმუმი 20 გოლია

ლონდონის “ტოტენჰემის” ახალწვეული რობერტო სოლდადო ინგლისის პრემიერლიგის 2013-2014 წლების სეზონში, სულ ცოტა, 20 გოლის გატანას გეგმავს. ამის შესახებ თავად ესპანელმა განუცხადა Reuters-ს.

“გოლების ზუსტ რაოდენობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩემთვის პროგრამა მინიმუმი 20 გოლია. ცხადია, პირველივე სეზონში ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შრომა და მოტივაცია მიზნის მიღწევაში დამეხმარება. პრემიერლიგა პრიმერა დივიზიონზე საინტერესოა. აქ დიდი ყურადღება ეთმობა ფიზიკურ მხარეს, ასე რომ სიფრთხილეც საჭიროა”, - განაცხადა სოლდადომ.

შეგახსენებთ, რომ სოლდადოს სანაცვლოდ, “ტოტენჰემმა” “ვალენსიას” 30 მილიონი ევრო გადაუხადა.

 

0.121886