ჭადრაკი

20:40 | 10.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

სოფო გურამიშვილი კაცთა შორის საერთაშორისო ოსტატია

ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატმა სოფო გურამიშვილმა, თურქეთში დასრულებულ მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე 13 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. ამის შემდეგ, მისი ქულების საერთო რაოდენობამ 2400-ს გადააჭარბა, კონკრეტულად 2408 გახდა და კაცთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდება მოიპოვა.
ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” თავად გურამიშვილმა განუცხადა.
შეგახსნებთ, რომ გურამიშვილს კაცთა შორის საერთაშორისო ოსტატის სამივე ბალი მოპოვებული ჰქონდა, მაგრამ აღნიშნულ წოდებას ვერ იღებდა, რადგან ფიდე-ს წესდებიდან გამომდინარე, სავალდებულო ნორმატივის შესრულების შემთხვევაშიც კი, თუ მოჭადრაკის სარეიტინგო ქულები 2400-ზე ნაკლებია, ამ წოდებას ვერ მიიღებს.
 

როლანდ ლაბუჩიძე


 

0.1222