თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. სლოვენიელმა ანა მუზიჩუკმა (2583) 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე გადინაცვლა. ლიდერს 0.5 ქულით რუსი ვალენტინა გუნინა (2511) და ვიკტორია ჩმილიტე (2497) ჩამორჩებიან.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნინო ხურციძეს (2525), სალომე მელია (2400), ნანა ძაგნიძესა (2559) და ბელა ხოტენაშვილს (2490) გააჩნიათ, რომელთაც 6-6 ქულა აქვთ და შესაბამისად, მე-9, მე-12, მე-13 და მე-14 ადგილებს იმყოფებიან.
ევროპის პირველობაზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 23. ნინო ბაციაშვილი (2438) – 5.5; 28. ლელა ჯავახიშვილი (2448) – 5.5; 34. სოფიკო გურამიშვილი (2395) – 5.0; 43. ნაზი პაიკიძე (2406) – 5.0; 44. მერი არაბიძე (2337) – 5.0; 45. სოფიო გვეტაძე (2334) – 5.0; 46. მირანდა მიქაძე (2329) – 5.0;
2-13 მარტის ჩათვლით, მონაწილეები ერთმანეთს 11 ტურად კლასიკურ ჭადრაკში შეეჯიბრებიან, 15-16 მარტი სწრაფ ჭადრაკს (რაპიდი) დაეთმობა, ხოლო 17-18 მარტს უძლიერესები ბლიცში გამოვლინდებიან. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი კლასიკურ ჭადრაკში 106 000 ევროა, ხოლო რაპიდსა და ბლიცში – 10-10 ათასი.