ფეხბურთი

20:52 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი: “თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, ქუვეითს თავშესაფარს ვთხოვ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მიმდინარე წლის ზაფხულში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვებს.

“რა თქმა უნდა, კონკურენტებს პატივს ვცემთ, მაგრამ ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ იმაში, რომ ფინალში გავიდეთ და მოვიგოთ. ამისთვის მზად ვართ.

თუ მსოფლიოს ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, მომიწევს თავშესაფრის თხოვნით ქუვეითის საელჩოს მივმართო, რომელიც აქვე მდებარეობს.” – აცხადებს ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელი.

0.13502