ფეხბურთი

12:26 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შტუტგარტს” კაკაუ წლის ბოლომდე გამოაკლდა

“შტუტგარტის” თავდამსხმელი კაკაუ მინდორზე გასვლას მომავალ წლამდე ვეღარ შეძლებს. გერმანული პასპორტის მქონე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო.

გერმანული პრესის ცნობით, 32 წლის ფეხბურთელს წინ საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევა ელის. კლუბის ექიმების წინასწარი დიაგნოზით კი კაკაუ “შტუტგარტს” ზამთრის მოსამზადებელი შეკრებისას შეუერთდება.

 

 

0.107789