ჭადრაკი

1:02 | 10.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

შანავამ სამეულში დაასრულა

ქართველმა დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ (2565) ყაზახეთის ქალაქ პავლოდარში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც 9 ქვეყნის 107 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მე-3 ადგილი დაიკავა. შანავამ ათ ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და გამარჯვებულ ავეტიკ გრიგორიანს (სომხეთი, 2581) ნახევარი ქულითა ჩამორჩა. ქართველი მოჭადრაკის გარდა, 7.5-7.5 ქულა ვლადისლავ არტემიევმა (რუსეთი, 2461), სემიონ დვოირსმა (რუსეთი, 2534) და ალეკსეი ალეკსანდროვმა (ბელარუსი, 2607) მიითვალეს, დამატებითი მაჩვენებებლებით კი, შანავა მხოლოდ არტემიევს ჩამორჩა და მე-3 პოზიციაზე გავიდა. ცნობისთვის, პავლოდარის ტურნირის საპრიზო ფონდი 12 ათასი დოლარი გახლდათ, საიდანაც ჩემპიონს 3 ათასი ერგო, ქართველ დიდოსტატს კი 1330 დოლარი გადაეცა.

0.116716