ჭადრაკი

17:19 | 5.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

შანავა პავლოდარის ტურნირის ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება

ყაზახეთის ქალაქ პავლოდარში გრძელდება საჭადრაკო ტურნირი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმია მიძღვნილი. შეჯიბრში საქართველოს ღირსებას კონსტანტინე შანავა იცავს, სულ კი ტურნირზე 9 ქვეყნის 107 წარმომადგენელია ჩართული, რომელთაგან 21 დიდოსტატია, ხოლო 40-ს საერთაშორისო წოდება გააჩნია.
Pavlodar Chess Open 2012-ი შვეიცარიული სისტემით ათ ტურად მიმდინარეობს, მისი საპრიზო ფონდი კი 12 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი სამ ათასს მიიღებს.
6 ტურის თავზე, 5-5 ქულით ტურნირს 4 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ლიდერობს, რომელშიც არტემიევი (რუსეთი), კოსტენკო (ყაზახეთი), ისმაგამბეტოვი (ყაზახეთი) და გრიგორიანი (სომხეთი) შედიან.
წინ გაჭრილებს 0.5 ქულით ერთბაშად 12 მონაწილე ჩამორჩება, რომელთა შორის შანავაც იმყოფება. მე-7 ტურში კონსტანტინე თეთრი ფიგურებით ყაზახ აკოზოვს ეთამაშება.

0.117851