ფეხბურთი

13:51 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო ბუსკეტსი ნეიმარს მონდომებას უქებს

კატალონიის “ბარსელონას” საყრდენმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა, გუნდის ახალწვეულ ნეიმარზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბრაზილიელმა მალე შეძლო ესპანეთში ადაპტაციის გავლა.  

“გაოცებული დავრჩით იმდენად სწრაფად გაიარა ნეიმარმა ადაპტაცია. ეს ადვილი სულაც არ იყო, განსაკუთრებით მის ასაკში. ის ხომ სხვა ქვეყნიდან და ჩემპიონატიდან სულ სხვა ქვეყანაში და ჩემპიონატში გადავიდა. ნეიმარი ძალიან მშვიდი და მორიდებული ბიჭია. ნეიმარი ოცნებებით არ ცხოვრებს და მუდამ რაღაცის სწავლას ცდილობს. მან კარგად იცის, რომ “ბარსელონაში” ის როლი არ ექნება, რაც “სანტოსში” ჰქონდა”.

0.117906