სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:43 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერხი რობერტო „ბარსელონაში“ რჩება

 სერხი რობერტო ტატა მარტინოს გუნდში რჩება.როგორც ,,ელ მუნდო დეპორტივო'' იუწყება , არსებობდა ვარაუდი  კლუბიდან მისი  წასვლის შესახებ. მართალია, ფეხბურთელმა სეზონის საწყის ეტაპზე მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა და საერთო ჯამში მინდორზე კატალონელთა მაისურით 17 წუთი დაჰყო, თუმცა არგენტინელი მწვრთნელი შეხვდა 21 წლის ესპანელ ფეხბურთელს, დამრიგებელმა მოთამაშეს ნდობა გამოუცხადა და  ურჩია მოთმინებით დაელოდოს მომავალ შეხვედრებს, ვინაიდან მას აუცილებლად მიეცემა მოედანზე გასვლის საშუალება.

 ასე რომ, მოლოდინი სერხი რობერტოს წასვლის შესახებ არ გამართლდა. არსებობდა ვარაუდები ფეხბურთელის გერმანიაში ან ინგლისში წასვლასთან დაკავშირებით, კერძოდ სახელდებოდა „ბაიერნი“ და „მანჩესტერი“. ასევე გასულ სეზონში, ზამთრის სატრანსფერო  ფანჯრის დროს  მისით დაინტერესებული იყო ლონდონის ,,ტოტენჰემი''. საუბარი არ ყოფილა   ფეხბურთელის საბოლოო გამოსყიდვაზე, “დეზებმა” საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებით მიმართეს კატალონელებს, თუმცა შეთანხმება არ შედგა, ბრიტანელებმა შეთავაზებაზე უარი მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ სერხი რობერტოს ესპანეთს უკლებლივ ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ბარსელონას აკადემიის აღზდილია და მის ანგარიშზე პირველ გუნდში 14 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასია.

სტატიის ავტორი ჟურნალისტი როჯერ ტორელო ასევე შეეხო ტიაგო ალკანტარასა და დეულოფეუს ტრანსფერებს. როგორც იცით, ტიაგომ მიუნხენის „ბაიერნს“ მიაშურა,ხოლო დეულოფეუ იჯარის წესით „ევერტონში“ გადავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე კლუბის, როგორც „ბაიერნის“ ასევე „ევერტონის“, თავკაცები ესპანელები არიან და რა თქმა უნდა, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი კატალონური გრანდის დატოვებისა.

სხვათა შორის, სერხის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია.2011 წელს ალბასეტეში გამართულ მატჩში მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს გიორგი მაკარიძის კარში. სერხი ცვლილებაზე გამოვიდა და მხოლოდ 5 წუთი დაჰყო მინდორზე.

დიმიტრი შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.130501