სერბეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ლიუბინკო დურლოვიჩი დანიშნეს. ამის შესახებ სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
45 წლის დრულოვიჩის დებიუტი 5 მარტს ირლანდიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩში შედგება. მიმდინარე წლის მაისში კი, სერბული ფედერაცია იმ მწვრთნელს დაასახელებს, რომელსაც სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებს.
აქამდე, დრულოვიჩი სერბეთის 19-წლამდელებს წვრთნიდა, რომლებსაც შარშან ლიტვაში ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. სხვათა შორის, ჯგუფში მისმა შეგირდებმა გია ცეცაძის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 1:0 დაამარცხეს.