ჭადრაკი

14:27 | 13.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

სენიორები საბერძნეთში შეიკრიბნენ

საბერძნეთის ქალაქ კამენა ვურლაში სტარტს იღებს სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც ჯამში 39 ქვეყნის წარმომადგენელი 128 მოთამაშე ჩაებმება. ტურნირი შვეიცარიული სისტემით წარიმართება და 25 ნოემბერს დასრულდება. იმასაც შეგახსენებთ, რომ მამაკაცებში მონაწილენი 60 და მეტი წლის უნდა იყვნენ, ქალებში კი ზღვარი 50-ზე წელზე გადის.
ქალთა პირველობის უმთავრესი ფავორიტი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრდინდაშვილია (2350), მის გარდა კი საბერძნეთში ნინო მელაშვილი (2128) და თამარ ხმიადაშვილიც (2115) ითამაშებენ. ვაჟებში ყველაზე მაღალი რეიტინგი ფრანგ ანატოლი ვაისერს (2540), ლატვიელ ევგენი სვეშნიკოვს (2507) და სლოვაკ გენადი ტიმოშჩენკოს (2490) გააჩნიათ.
უკვე ცნობილია, რომ პირველ ტურში გაფრინდაშვილი შავი ფიგურებით გერმანელ ოლგა ლოპატინას (2091) ეთამაშება, მელაშვილი თეთრებით ასევე გერმანელ ჰანელორე ჰოოსეს (1750) გაეჯიბრება, ხმიადაშვილი კი შავებით – რუს ლარისა სავოსტინას (1620).

0.114045