ფიფა/კოკა კოლას მიერ გამოქვეყნებულ ივლისის რეიტინგში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ივნისთან შედარებით, ორი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად 96-ე პოზიციაზეა.
რეიტინგს კვლავ ესპანეთი ლიდერობს. გერმანიამ მეორე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო მესამეზე კოლუმბია აღზევდა. უკვე წლებია, კოლუმბიელებს მსგავსი მაჩვენებელი არ ჰქონიათ.
გაგაცნობთ 4 ივლისის მონაცემებით ფიფა/კოკა კოლას რეიტინგის მოწინავე ოცეულს:
1 (1). ესპანეთი – 1532
2 (2). გერმანია – 1273
3 (7). კოლუმბია – 1206
4 (3). არგენტინა – 1204
5 (5). ჰოლანდია – 1180
6 (8). იტალია – 1142
7 (6). პორტუგალია – 1099
8 (4). ხორვატია – 1098
9 (22). ბრაზილია – 1095
10 (12). ბელგია – 1079
11 (16). საბერძნეთი – 1038
12 (19). ურუგვაი – 1016
13 (13). კოტ დივუარი – 1009
14 (15). ბოსნია-ჰერცეგოვინა – 995
15 (9). ინგლისი – 994
16 (14). შვეიცარია – 987
17 (11). რუსეთი – 979
18 (10). ეკვადორი – 932
19 (30). პერუ – 898
20 (17). მექსიკა – 880
...23 (18). საფრანგეთი – 838
...65 (84). ფინეთი – 537
...78 (67). ბელარუსი – 482
...98 (96). საქართველო – 369
ესპანეთი, საფრანგეთი, ფინეთი და ბელარუსი, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან.