ჭადრაკი

3:06 | 12.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ლიდერთა ხუთეულში

სლოვენიურ მარიბორში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელშიც 18 ქართველიც მონაწილეობს, 4 ტური მიილია. ქართულ დელეგაციას საუკეთესო შედეგი 14-წლამდელთა ტურნირში აქვს, სადაც გიორგი სიბაშვილი (2200) და ნინო ხომერიკი (2049) ლიდერთა ხუთეულებში იმყოფებიან.
სიბაშვილის და ხომერიკის აქტივში 3.5-3.5 ქულაა და ისინი ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩებიან. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, გიორგი ვაჟთა შეჯიბრში მე-5 ადგილზეა, ნინოს კი გოგონებში მე-4 პოზიცია უკავია.
ასევე 3.5 ქულა გააჩნია და მე-5 საფეხურზე იმყოფება ირაკლი ბერაძე (2327), რომელიც საქართველოს ღირსებას 16-წლამდე ბიჭების პირველობაზე იცავს.
ცხადია, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მერი არაბიძის (2391) თამაში, რომელიც 18-წლამდე გოგონათა ტურნირში პირველ ნომრადაა განთესილი. მერის აქტივში 2 მოგება და ამდენივე ყაიმია და იგი 3.0 ქულით, ჯერჯერობით, მე-11 ადგილზე გახლავთ.
დღეს, მოჭადრაკეები ორ მე-5 და მე-6 ტურის პარტიებს ჩაატარებენ. სულ, მსოფლიოს ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და 18 ნოემბერს დასრულდება, დასვენების დღედ კი 13 ნოემბერია გამოცხადებული.

0.121541