ფეხბურთი

16:24 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ სავარაუდოდ სამი კვირა დაისვენებს

 

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშოს. ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში “ალმერიასთან” მოგებულ მატჩში (5:0) პორტუგალიელი დაშავდა. გამოცემა AS-ის ინფორმაციით რონალდუს წინასწარი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და უკვე ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “გალათასარაისთან” ვერ ითამაშებს.

მისი გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები ჯერ უცნობია, მაგრამ ექიმების წინასწარი პროგნოზით, პორტუგალიელს მოედანზე დასაბრუნებლად სამი კვირა დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში, რონალდუმ ესპანეთის ჩემპიონატში 14 მატჩში ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა, ხოლო 5-ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა.  

0.11894