გერმანულმა გამოცემა Bild-მა საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გაავრცელა. მარიო გიოტცეს და მესუთ იოზილის სატრანსფერო ღირებულება ჯამში 105 მილიონ ევროს შეადგენს, რაც უფრო მეტია, ვიდრე ავსტრალიის, ირანის, კოსტა რიკის და ჰონდურასის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები ჯამში _ 84.68 მილიონი ევრო.
ამ მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 100 მილიონი ევროა, ზემოთნახსენები ოთხი ქვეყნის ფეხბურთელებზე მეტი ღირს.
გიორგი ბალახაძე