ფეხბურთი

18:18 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი, მაგრამ აცხადებს, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივება საჩქარო საქმე არაა.

“კონტრაქტის გახანგრძლივება ის საკითხი არაა, რომელიც ყველაზე მეტად მადარდებს. ამ საქმის დასასრულებლად წინ კიდევ რამდენიმე წელი მაქვს.

ყველაფერი ბუნებრივად მიმდინარეობს და შესაბამისად, უახლოეს მომავალში ყვლაფერს ნათელი მოეფინება.

ჩემი საქმეები კარგად მიდის. თანაგუნდელებთან ერთად ახალი სეზონისთვის ვემზადები. არანაირი პრობლემა არ მაქვს.” – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Goal-ი.

კრიშტიანუ რონალდუს “რეალთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ახალი კონტრაქტი რონალდუს “რეალთან” 2018 წლამდე დააკავშირებს და მისი წლიური ანაზღაურება 17 მილიონი ევრო იქნება.

0.121781