“ოქროს ბურთის” მოგების ერთ-ერთ კანდიდატს, ფრანკ რიბერის არ აინტერესებს, დაესწრება თუ არა 13 იანვრის დაჯილდოებას პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.
როგორც ცნობილია, ბოლო დროს, რონალდუ FIFA-ს დაჯილდოებებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მას “ოქროს ბურთის” მოგების რეალური შანსი გაუჩნდა, პორტუგალიელმა ამ დაჯილდოებაზე დასწრება გადაწყვიტა.
“რონალდუსთან “ოქროს ბურთზე” არ მისაუბრია. რატომ უნდა მესაუბრა მასთან ამ საკითხზე?
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულ ერთია, დაესწრება თუ არა ის დაჯილდოებას. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ ღონისძიებას მე დავესწრები. მსოფლიოს სამ საუკეთესი ფეხბურთელს შორის ყოფნა დიდი პატივია. ამიტომ, ლოგიკური იქნება, თუ ციურიხში ჩავალ.
ხმის მიცემის პროცედურის გაგრძელება? ეს ამ ჯილდოს ისტორიაში პირველად მოხდა. რა თქმა უნდა, ამას არ ველოდი, მაგრამ არაფრის მეშინია, რადგან შედეგებს მშვიდად ველოდები.” – ციტირებს რიბერის სიტყვებს Goal-ი.