მილანის “ინტერმა” მადრიდის “რეალთან” 21 წლის თავდამსხმელ ალვარო მორატას თაობაზე მოლაპარაკება წამოიწყო. Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა ფეხბურთელის ტრანსფერს 20 მილიონ ევროდ აფასებს. მილანელებს კი ამხელა თანხის გადახდა არ სურთ და კომპრომისულ ვარიანტზე ფიქრობენ. მხარეები მოლაპარაკების მაგიდას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიუსხდებიან.
მიმდინარე სეზონში მორატამ ესპანეთის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.