ჩოგბურთი

21:50 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ ერთადერთი გეიმი დათმო

 სერენა უილიამსის შემდეგ მადრიდის “მასტერზ1000”-ზე ტიტულის დაცვას რაფა ნადალიც შეუდგა და სასტარტო მატჩში არგენტინელ ხუან მონაკოს ერთადერთი გეიმი დაუთმო 6:1, 6:0. რეიტინგსიის 27 წლის მალიორკელი ლიდერის მომდევნო მოწინააღმდეგე ფინელი იარკო ნიემინენია, რომელმაც ასევე 2 სეტით ჰოლანდიელ იგორ სისლინგს სძლია.

ნადალისა და მონაკოს შეხვედრა საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. რაფამ 6 ბრეიკი და 3 ეისი შეასრულა, ერთადერთი ქულა საკუთარ მოწოდებაზე დაკარგა, 30 წლის ხუანთან პირადი მატჩების ანგარიშში კი კიდევ უფრო დაწინაურდა – 5:1.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაკომ განაცხადა, რაფამ ფანტასტიკურად ითამაშა და მომავალ ასპარეზობებში მისი ქომაგი ვიქნებიო.

0.102753